თბილისის ლოგისტიკური ცენტრი 35 000 კვადრატული მეტრის მოცულობის საწყობების მშენებლობას ეტაპობრივად, ზაფხულის ბოლომდე დაასრულებს

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის სასაწყობე ტერიტორიაზე დამატებით 35 000 კვადრატული მეტრის მოცულობის საწყობების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს როგორც საბაჟო, ისე არასაბაჟო საწყობების მშენებლობა. სამუშაოები ასევე ითვალისწინებს მინუს რეჟიმიანი საწყობის მშენებლობასაც,რომელიც ტემპერატურის კონტროლის თანამედროვე სისტემებით იქნება აღჭურვილი, სპეციფიკური მოთხოვნების მქონე პროდუქციის უსაფრთხო შენახვის უზრუნველსაყოფად.

პროექტისაქართველოს ბანკისადათიბისი ბანკისმხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც ჯამურად 60 მილიონი ლარის ინვესტიციაა გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან თბილისის ლოგისტიკური ცენტრი აქტიურად ჩაერთო სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამ ეტაპზე კომპანია უკვე ფლობს როგორც საბაჟო, ისე არასაბაჟო საწყობებს აღნიშნულ ტერიტორიაზე.

მიმდინარე პროექტი კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.განახლებული სასაწყობე ინფრასტრუქტურა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის, როგორც ადგილობრივ მეწარმეებს, ისე საერთაშორისო პარტნიორებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და ბიზნესის გლობალურ ბაზრებზე ინტეგრაციას.