
ჩვენს შესახებ
თბილისის ლოგისტიკური ცენტრი ლოგისტიკურ სექტორში 2020 წლიდან წარმატებით ოპერირებს და უკვე ერთ წელზე მეტია სასაწყობე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით პოზიციონირებს,როგორც ლიდერი კომპანია.
2024 წელს თბილისის ლოგისტიკურმა ცენტრმა ააშენა A კლასის საბაჟო საწყობი თბილისის გეზთან,სადაც შესაძლებელია განსაბაჟებელი ტვირთის სასურველი დროით დასაწყობება. მისი მოცულობა 6 300მ²-ია და გათვლილია 12 000 ევრო პალეტზე.საწყობი ასევე აღჭურვილია WMS სისტემით, რაც პროგრამულად უზრუნველყოფს ყველა პროცესის ოპტიმალურ კონტროლსა და მართვას.
მიმდინარე წელს კი ამავე ტერიტორიაზე 12000 კვადრატულ მეტრზე, კომპანიამ მეორე საწყობის მშენებლობა დაასრულა.
კომპანიის მფლობელობაში არსებული ორივე საწყობის საერთო ტევადობა 36,000 ევროპალეტამდე გაიზარდა და დღეს უკვე სრული დატვირთვით მუშაობს.
დაარსების წელი
წარმატებული პროექტი
გუნდის წევრი
საწყობი
რატომ ჩვენ ?
სწრაფი და საიმედო გადაზიდვა
ჩვენ ვუზრუნველყოფთ ტვირთი რაც შეიძლება სწრაფად და საიმედოდ ჩაბარდეს დანიშნულების ადგილს.
თანამედროვე სასაწყობო ინფრასტრუქტურა
ჩვენი საწყობები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით — უსაფრთხო, ორგანიზებული და წვდომადი 24/7.
ინდივიდუალური სერვისები
ჩვენ ვთავაზობთ მოქნილ ლოგისტიკურ სერვისებს სხვადასხვა ბიზნესის სპეციფიკის შესაბამისად.
გამოცდილება და პროფესიონალიზმი
ჩვენი გუნდი შედგება სფეროში გამოცდილი სპეციალისტებისგან, რაც გარანტიაა ხარისხიან მომსახურებაზე.